2017 წლის 13 ოქტომბერს ჩინეთის ქალაქ ხძ-ში ფორუმი ,,ერთი სარტყელი ერთი გზა" ჩატარდება

2017 წლის 13-20 ოქტომბერს, ჩინეთის პროვინცია შანდონგის ქალაქ ხძ-ში ფორუმი ,,ერთი სარტყელი ერთი გზა" გაიმართება.

აღნიშნულ ფორუმზე 100-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას, მათ შორის "Tiangbei Limited", რომელიც გამოფენისა და ფორუმის ორგანიზატორი კომპანია გახლავთ. კომპანიის მხარდამჭერია საქართველოს სავაჭრო პალატა. 

ფორუმის ფარგლებში გაიმართება ქართული ფესტივალი, სადაც წარდგენილი იქნება ქართული ღვინო, მინერალური წყალი-ბორჯომი და ქართული კერძები. ფესტივალს გააფორმებს ქართული ნაციონალური ცეკვები და სიმღერები. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ფესტივალის გამართვა ფორუმის ,,ერთი სარტყელი ერთი გზა" ფარგლებში, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ტურიზმის პოტენციალის ამაღლებას ემსახურება ჩინეთში. 



  • Destiny S Child

    8 Days Of Christmas
  • Maren Morris

    Maren Morris
  • Chris Rea

    Driving Home For Christmas Remix