15 მიზეზი ცურვის დასაწყებად

ცურვას უმეტესად ზაფხულსა და ზღვასთან აკავშირებენ. თუმცა ეს არის ფიზიკური აქტივობა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურობას არ კარგავს. ცურვა არ არის უბრალოდ ზაფხულში გამაგრილებელი საშუალება, ის სპორტის იმ  სახეობების მცირე ჩამონათვალში შედის, რომელიც თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა დაკავდეთ ისეთი ფიზიკური აქტივობით, როგორიც ცურვაა და წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს :

  1. მოქნილობა

ცურვისას კუნთები მოშვებულია და იწყება კუნთების გაჭიმვის ვარჯიშები, რაც შემდგომში უფრო მოქნილებს გხდით. თუ თქვენ ხართ იმ კატეგორიის ადამიანი, რომელსაც არც დრო და არც განწყობა არ აქვს ცალ-ცალკე ყველა კუნთისთვის ვარჯიშები აკეთოს, მაშინ ცურვა სწორედ თქვენთვისაა.

  1. კალორიების წვა

ცურვა ყველაზე მარტივი და კარგი საშუალებაა კალორიების დასაწვავად. 1 საათი ცურვა 500 კალორიის დაწვას ნიშნავს. ცურვა აუმჯობესებს თქვენს მეტაბოლიზმს და აუზიდან ამოსვლის შემდეგაც ცოტა ხნით აგრძელებს კალორიების წვას.

  1. სიგარეტისთვის თავის დანებება

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გიცდიათ, ან იცნობთ მათ ვინც ამის პროცესშია, გეცოდინებათ თუ როგორი გაღიზიანებული შეიძლება იყოს ამ დროს ადამიანი. დაიწყეთ ცურვა, ის მოგიხსნით სტრესს და გაგიმარტივებთ მოწევის შეწყვეტის პროცესს.

  1. კოორდინაციის გაუმჯობესება

ცურვა თქვენი სხეულის კოორდინაციას აუმჯობესებს. ამ დროს თქვენი სხეულის კუნთების  2/3-ზე მეტია დაკავებული. ცურვისას სხეულის ზედა და ქვედა ორგანოებს, ტანს, თავს, მხრებსა და ფეხებს ძალას ატანთ, რომ ერთად იმუშაონ, რათა არ დაირღვეს ბალანსი.

  1. აუმჯობესებს ხერხემლის მდგომარეობას

ალბათ ხშირად გვსმენია მშობლებისგან, რომ გავიმართოთ და არ ვიაროთ წელში მოხრილებმა. ცურვა ამ ცუდი ჩვევის მოშორებასა და ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში გვეხმარება.

  1. კარგია ყველაფრისთვის და ყველასთვის

ცურვა ნებისმიერ ასაკში ყველასთვის კარგია. როდესაც ერთხელ დაიწყებთ თქვენი სხეული უბერებელი ხდება და ხვდებით, რომ ამას თავს არასდროს დაანებებთ.

  1. მთლიანი სხეულის ვარჯიში

ცურვის დროს სხეულის ყველა ნაწილი მოქმედებაშია და ვარჯიშდება. თქვენ არ გჭირდება, რომ შეიძინოთ სხვადასხვა სახის განტელები თუ სავარჯიშოები იმის მიხედვით, თუ სხეულის რა ნაწილის კორექცია გსურთ.

  1. მოდით ისე, როგორც ხართ

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მორთულ-მოკაზმულები ან სრულიად დედიშობილა მივიდეთ აუზზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ცურვაზე სიარულს არ ჭირდება განსაკუთრებული აღჭურვილობა, რაც არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს. რაც მნიშვნელოვანია არის საცურაო კოსტიუმი, დანარჩენი კი თქვენი გემოვნებითა და სურვილით შეგიძლიათ შეიძინოთ.

  1. აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას

ცურვისას აუცილებელია სწორი სუნთქვა. მაგალითად, სირბილთან შედარებით ცურვის დროს სუნთქვის პროცესი მეტად კონტროლდება, რაც კუნთების ძლიერი მუშაობის საფუძველზე ჟანგბადზე მოთხოვნას ზრდის და მას უფრო ადიდებს. შესაბამისად, გულის ფუნქციონრება უმჯობესდება.

  1. თვითშეფასება

სიმართლეა, როდესაც ამბობენ, რომ სპორტის ნებისმიერი სახეობით დაკავება თავდაჯერებულობას გმატებთ. რა თქმა უნდა, ცურვაც გეხმარებათ იყოთ მეტად თავდაჯერებული, დამშვიდებულები და როგორც ფიზიკურად, ისე შინაგანად ძლიერები.

  1. ეს სამუდამოა

ცურვა ფეხბურთის, ბეისბოლის ან თხილამურებზე სრიალისგან განსხვავებით, ერთ-ერთია სპორტის იმ სახეობებიდან, როდესაც თქვენ „პენსიაზე“ გასვლა არ გჭირდებათ. ამ ფიზიკური აქტივობით მთელი ცხოვრების მანძილზე შეგიძლიათ დაკავდეთ.

  1. უფრო მაღალი, დიდი და გამხდარი

ხშირად ისმევა კითხვა ზრდის თუ არა სიმაღლეში ცურვა. რა თქმა უნდა ეს სიმართლეა. როდესაც გენეტიკა ვერაფერს შვება და ყველა იმედი გვეწურება ამ დროს შგვიძლია მივმართოთ ცურვას, რადგან იგი უფრო თხელ და გრძელ კუნთებს აყენებს.

  1. წონის კლება

ყველას უნდა იყოს კარგ ფორმაში, საცურაო კოსტიუმის ჩაცმა კი საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამას ამობობს YMCA Indianapolis SwimFit Masters - ის მთავარი მწვრთნელი.  მისი თქმით საზოგადოებაში საცურაო კოსტიუმით გამოსვლა მოტივაციას აძლევს მათ დაიკლონ ზედმეტი კილოგრამები.  არ აქვს მნიშვნელობა რისთვის ან ვისთვის გსურთ დაკლება, ცურვის დაწყების შემთხვევაში თქვენ ამას შეძლებთ.

  1. აუმჯობესებს ფსიქიკას

დამტკიცებული ფაქტია, რომ ფიზიკური აქტივობა ბავშვებსა და მოზარდებში ხასიათს აუმჯობესებს. მათ, ვისაც ფიბრომიალგიის სიმპტომები აქვთ, ცურვა სტრესისა და მღელვარების შემსუბუქებაში დაეხმარება. განტვირთვასთან ერთად ძლიერდება თქვენი კუნთები და გიუმჯობესდებათ ხასიათი.

წყლის ვარჯიშები ასევე სასარგებლოა ორსულთათვის, რადგან დედის ფსიქიკაზე კარგად მოქმედებს, რაც დადებით გავლენას ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვზე ახდენს.

  1. ამცირებს სტრესს

ყველას სჭირდება დასვენება და განტვირთვა, თუმცა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ბევრი ვერ ახერხებს ქალაქგარეთ სასურველ დროს იდილიის მოწყობას.

ამ შემთხვევაში ცურვა საუკეთესო საშუალებაა. ცურვა სისხლის მიმოქცევის სისტემის უკეთ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. როდესაც ტვინს საკმარისი რაოდენობის სისხლი და ჟანგბადი მიეწოდება იწყება პროცესი, რომლის დროსაც სტრესის ფონზე გამქრალ უჯრედებს ახალი უჯრედები ანაცვლებენ.

ცურვა ასევე ეხმარება ტვინს ენდორფინების გამოყოფაში, რაც თქვენში ემოციებსა და ბედნიერებას აღძრავს.

გადაცემის „დილა JAKO FM”-ზე სტუმარი, წყალბურთელი ზუკა რურუა რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევს მათ ვინც არაჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს :

  1. ეცადეთ აირჩიოთ რაიმე სახის სპორტული აქტივობა და ამას მცირეოდენი დრო მაინც დაუთმოთ.
  2. აქციეთ ვარჯიში ცხოვრების წესად.
  3. გამოყავით კვირაში სამი დღე და თითო საათი ნებისმიერი სახის სპორტით დაკავდით, ეს იქნება სირბილი, ცურვა თუ სხვა. ეს სასარგებლოა არა მარტო იმისთვის, რომ ფორმაში ვიყოთ, არამედ კარგია სულისა და გონებისთვის.

 



  • The Weeknd Feat. Daft Punk

    I Feel It Coming Cosmic Dawn Remix
  • Nabiha

    Nabiha
  • Vicetone

    Angels